ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალთა პერსონალსა და იუნკერ გოგონებს მიულოცა აღნიშნული დღესასწაულები, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება პირად ცხოვრებაში. მილოცვის შემდეგ დამსწრე ქალბატონებს ყვავილების თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს.