ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საფრანგეთის ატაშემ ისაუბრა ფრანგი კადეტების მონაწილეობის გაგრძელებაზე გაცვლით პროგრამებში და ასევე აღნიშნა იუნკერების წარმატება სენ-სირის სამხედრო აკადემიაში.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.