დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 23 დეკემბრის N939 ბრძანების შესაბამისად, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერებმა - რიგითმა, ნიკოლოზ კობას ძე გვალიამ და რიგითმა, ოლეგ ამირანის ძე ჯაჭვლიანმა პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების საფუძველზე შეძლეს უმაღლესი შეფასების მიღება და მათ დაენიშნათ სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ იუნკერებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.