სიახლეები

აკადემიის გუნდის გამარჯვება მე-19 შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის კონკურსში

2021 წლის 22-25 მარტს, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდმა, იუნკერების - ვერიკო თორდიას, ამირან ახალაურის, ნიკოლოზ გვალიასა და კაპიტან რევაზ ტორონჯაძის შემადგენლობით, გამარჯვება მოიპოვა სან-რემოს ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ „მე-19 შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის კონკურსში“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდა 75 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 13 სამხედრო სასწავლო დაწესებულებიდან და მის მიზანს წარმოადგენდა მომავალი სამხედრო ლიდერებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაცნობა და მრავალეროვნულ გარემოში სამხედრო სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის უნარის გამომუშავება.