დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება დაიწყო. დარეგისტრირებული აბიტურიენტები 7 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურს, რომელიც მოიცავს ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევას და სამედიცინო შემოწმებას.
აკადემიის ბაზაზე აბიტურიენტები გაივლიან ფიზიკური მომზადების ტესტს სირბილში, წოლბჯენიდან აზიდვასა და მუცლის პრესში. ასევე მოხდება კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა, რაც მოიცავს დიაგნოსტიკურ ტესტირებას და მიმღებ კომისიასთან გასაუბრებას.
აბიტურიენტები სამედიცინო შემოწმებას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.