2021 წლის 5-9 აპრილს, აშშ-ის ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ სიმპოზიუმში - „კოვიდ-19 პანდემიის ზეგავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე“ - მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხუთმა იუნკერმა - ნიკოლოზ შაუთიძემ, ლუკა ბოგვერაძემ, დაჩი ფიჩხნარაშვილმა, ნიკოლოზ გვალიამ და პაატა ჩინჩალაძემ. აღსანიშნავია, რომ იუნკერების ნაწილი ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა, ხოლო ორგანიზატორის მიწვევით კი ორი იუნკერი ესტუმრა ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტს და ადგილზე დაესწრო სიმპოზიუმს. სიმპოზიუმში მონაწილეობასთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში იუნკერები მიწვეულნი იყვნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოპერაციების ცენტრში და ასევე ჩაერთვნენ სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.