მიმდინარე წლის 13 აპრილს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი. ვიზიტის ფარგლებში პოლკოვნიკი შეხვდა აკადემიის რექტორს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს, მოისმინა პრეზენტაცია აკადემიაში მიმდინარე სამხედრო და აკადემიური სასწავლო პროცესების შესახებ და მიიღო ინფორმაცია აკადემიასა და ნატოს შორის არსებულ პროგრამებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.