სიახლეები

აკადემიის ხელმძღვანელობამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

მიმდინარე წლის 16 აპრილს, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ჰუბერტ კნირში და თავდაცვის ატაშე,  ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიტცი.

ვიზიტის განმავლობაში, ბატონ ელჩს და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს და აკადემიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია გააცნეს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და აკადემიის მმართველობამ - რექტორის პირველმა მოადგილემ,  პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილეს გერმანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და გაცვალეს საჩუქრები.