სიახლეები

აკადემიაში პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე, აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და მოადგილეებმა აკადემიის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს და წარმატება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ საპატიო სიგელი გადაეცა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფოტო-გადაღების უფროს სპეციალისტს ლაშა მარკოზაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და აღნიშნული ჯილდოს მისაღებად მოწვეულ იქნა სტუმრის სტატუსით დღევანდელ ღონისძიებაზე.

ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.