ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცივი ომის დასრულების შემდგომი პერიოდის ომების, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული გამოწვევები'' გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აკადემიის ხელმძღვანელი პირები.
საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სერტიფიკატები გადასცა.