სიახლეები

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები მენეჯმენტის, თავდაცვა და უსაფრთხოების და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. 

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მომავლის ციფრული ტექნოლოგიები; პანდემიის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე; დისტანციური სასწავლო კურსები სამხედრო სწავლებაში; ქართული მენეჯმენტის არქიტექტორები; მარკეტინგის როლი ორგანიზაციის წარმატებაში და სხვა.

იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.