სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება აკადემიაში

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტსა და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტთან.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა გურამ ბოკუჩავამ.

მემორანდუმები ითვალისწინებს მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროგრამების განვითარებას. ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა აკადემიაში არსებული ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.