სიახლეები

აკადემიის ხელმძღვანელობამ იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ბრიგადის გენერალ დავიდ მორპურგოს და დელეგაციის წევრებს აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე განიხილეს საერთაშორისო კვირეულში მონაწილების და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.