ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სერჟანტთა კორპუსის როლი თავდაცვის ძალების განვითარებაში და გაძლიერებაში '' გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აკადემიის ხელმძღვანელი პირები.
საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტებმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტთა რგოლის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სერტიფიკატები გადასცა.