დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს. ბატონმა მარეკ შჩიგელმა აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს ლექცია ჩაუტარა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ და დეტალურად გააცნო მანდატის მნიშვნელობა და საქმიანობა.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.