ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის სერჟანტთა პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი საშტატო იარაღით, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და წარმატება უსურვა.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის რექტორმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად აკადემიის პერსონალს საზეიმო წვეულებაზე უმასპინძლა.