სიახლეები

მობილობა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მობილობის წესით მიიღებიან:

1 -  სტუდენტები, რომლებსაც  სწავლის დაწყებამდე არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;

2 - რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); covid-19 - ის გადატანის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულ ფორმა 100 - ში ავადმყოფობის ისტორია;

3 - რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge  და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

 

 ✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი

თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი

მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი

 

სტუდენტთა  ელექტრონულ  პორტალზე  რეგისტრაციის  ვადაა  2021 წლის  16 აგვისტოდან  30 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;

საბუთების  მიღება  იწარმოებს  2021 წლის  18 აგვისტოდან  3 სექტემბრის ჩათვლით  აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 39 01 94; 2 30 52 85.  სამოქალაქო მიმართულების სასწავლო განყოფილების უფროსი: 599 21 80 82.                                                                                                         

კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2021 წლის 18 აგვისტოდან  8 სექტემბრის  ჩათვლით  (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით და სტუდენტს ეცნობება პირადად, ტელეფონზე)

საბუთების შემოტანის დროს  სტუდენტმა უნდა იქონიოს სპორტული  ფორმა - ფიზიკური ტესტირების გასავლელად.

 

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება  შემდეგი კომპონენტების შესაბამისად:

  • ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება (წოლბჯენიდან აზიდვა, მუცლის პრესი, რბენა 3200 მ.);
  • ფსიქოლოგიური შერჩევა (გასაუბრება, ტესტირება);
  • სამედიცინო შემოწმება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მობილობით გადმოსული ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსის გავლა. აღნიშნული კურსიდან ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვეღარ შეძლებს აკადემიაში სწავლის გაგრძელებას.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".

შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  4. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  5. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  6. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან/სასწავლებლიდან. დედანი და ასლი) - 2 ეგზ.
  7. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  9. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
  10. ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  11. მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი) - 2.
  13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი–დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  15. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  16. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  17. შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  18. მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
  19. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
  20. 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე
  21. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი.
  22. მუყაოს საქაღალდე - 2 ცალი.

შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.