სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემია 102 წლისაა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა მომზადებას უზრუნველყოფს. ამჟამად აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, უმცროს ოფიცერთა სკოლა, ენობრივი მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და უმაღლესი სამეთაურო სკოლა.