სიახლეები

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

2021-2022 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პროცესი აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი იმ კანდიდატებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები) განისაზღვროს შემდეგ ეტაპებად, რომელიც ჩატარდება, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში (მისამართი: ქ. გორი,  ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი):

I ეტაპი - ინგლისური ენის გამოცდა:

გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 6 სექტემბერს. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ აკადემიაში 09:30 საათზე;

ინგლისური ენის გამოცდას ჩააბარებენ ის კანდიდატები, რომლებსაც არ გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერთიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტი;

იმ კანდიდატებმა, რომლებსაც გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამების მიხედვით მოთხოვნილი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერთიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალი ვერსიები სამაგისტრო პროგრამებზე მიმღებ საგამოცდო კომისიაზე.

 

II ეტაპი - თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები (მიმართულებები მიხედვით):

გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 8 სექტემბერს. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ აკადემიაში 09:30 საათზე;

მაგისტარტურაში მისაღები შიდა გამოცდების ჩაბარების მსურველი, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კანდიდატები ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას გასაუბრების სახით სამაგისტრო პროგრამებზე მიმღებ საგამოცდო კომისიასთან.