სიახლეები

ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია აკადემიის შესახებ, გაეცნენ სტრუქტურას და წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და დაგეგმეს კონკრეტული აქტივობები, როგორც იუნკერებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.