სიახლეები

აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე, აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აკადემიის ყველა სასწავლო მიმართულებაზე სწავლა ხორციელდება სასწავლო აუდიტორიებში და ხაზი გაუსვა დადგენილი რეგულაციების დაცვის მნიშვნელობას.

აკადემიის რექტორმა პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა და წარმატება უსურვა.

ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.