სიახლეები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია აკადემიაში

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ,,გერმანული ენის თვის“ ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონ ჰურბერტ  კნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიტცი.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ, როგორც ისტორიულ ისე თანამედროვე კონტექსტში.