სიახლეები

წარჩინებული იუნკერების დაჯილდოება

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის N865 ბრძანების შესაბამისად,   სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა - რიგითმა, ბექა იმედას ძე ელიავამ და რიგითმა, პაატა პაატას ძე ჩინჩალაძემ სასწავლო კურსის დასკვნით გამოცდებში მიღებული რეიტინგული ქულების საფუძველზე წარჩინებით დაასრულეს სასწავლო კურსი და მათ დაენიშნათ  სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ იუნკერებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.