2021 წლის 24 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია სექციური პრინციპით. პირველი სექცია -,,კონფლიქტების ანალიზი: პოლიტიკურ - ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები'', მეორე სექცია - ,,ახალი ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა შეიარაღებულ კონფლიქტებში''.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 ნოემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.