სიახლეები

სერჟანტთა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია

2021 წლის 25 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სერჟანტთა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,სერჟანტთა კორპუსის როლი საქართველოს სამხედრო კონფლიქტებში: წარსულის გაკვეთილები და მიმდინარე გამოწვევები''.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 ნოემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.