სიახლეები

1993 წლიდან აკადემიადამთავრებული ოფიცრების საპატიო კუთხის გახსნა აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ინიციატივით და აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით, აკადემიის საკონფერენციო სივრცეში გაიხსნა ,,1993 წლიდან აკადემიადამთავრებული ოფიცრების“ საპატიო კუთხე, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიების შესრულების დროს მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები და დღემდე აგრძელებენ მსახურს საქართველოს თავდაცვის ძალებში.

საპატიო კუთხის გახსნის იდეა ემსახურება აკადემიის იუნკერთა მოტივაციის ამაღლებას, ქვეყნის სიყვარულის და თავდადების მაგალითის ჩვენებას.

საპატიო კუთხე გახსნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, რომელსაც ესწრებოდნენ დაჭრილი მეთაურები და აკადემიის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების ბოლოს მოწვეული სტუმრები აკადემიის რექტორმა საპატიო სადილზე მიიპატიჟა.