სიახლეები

აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,სერჟანტთა კორპუსის როლი საქართველოს სამხედრო კონფლიქტებში: წარსულის გაკვეთილები და მიმდინარე გამოწვევები'' გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აკადემიის ხელმძღვანელი პირები. საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტებმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტთა რგოლის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ სერტიფიკატები გადასცა.