სიახლეები

პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე, აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორის მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა აკადემიის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს, მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭა ორ სამხედრო მოსამსახურეს.

სამკერდე ნიშნები გადაეცა საქართველოს თავდაცვის ძალების ,,საუკეთესო ჯარისკაცის“ ნომინაციაში გამარჯვებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რუმინეთში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში, სადაც გამარჯვება მოიპოვა აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ კაპრალ-სპეციალისტმა, თემურ დადიანმა, რომელსაც გადაეცა საპატიო სიგელი.

ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.