დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი მოიცავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, უძველეს პერიოდს და ასევე უახლესი ისტორიის ძირითად მოვლენებს.
სახელმძღვანელო აკადემიის სამეთაურო–საშტაბო სკოლის პროფესორ–მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების მიერ მომზადდა და თავდაცვის სამინისტროს ტოპოგრაფიულ სამმართველოში დაიბეჭდა.
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო განკუთვნილია აკადემიის ბაკალავრიატის სასწავლო კურისის მსმენელებისთვის და ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
„საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორ- მასწავლებლები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.