დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.
მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი პროფესიული და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმომადგენლებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.