სიახლეები

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისაუბრეს თანამშრომლობის გეგმებზე და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

აღსანიშნავია, რომ ორმხრივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამჟამად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფება საფრანგეთის სამხედრო აკადემიის ოთხი კადეტი, ხოლო საფრანგეთის სამხედრო აკადემიის საველე სწავლებებში მონაწილეობას იღებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოთხი იუნკერი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა რექტორთან ერთად დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა. ვიზიტის ბოლოს რექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და საპატიო სადილზე მიიპატიჟა.