სიახლეები

დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდია აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ,,კამკა ქსელს'' შორის (ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან და მონღოლეთიდან) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ბაკალავრიატის იუნკერებს ეძლევათ შესაძლებლობა აკადემიაში მოქმედი სტიპენდიის გარდა, მოიპოვონ დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდია. 

31 იანვარს აკადემიის ბაკალავრიატის იუნკერებთან გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელსაც აკადემიის წამომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ,,კამკა ქსელის'' ხელმძღვანელი - თამარ კეკენაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი. 
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უახლოეს მომავალში იგეგმება რამსფელდის სახელობის ოთახის გახსნაც.