დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა იმ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც 1993-1994 წლებიდან ერთგულად მსახურობენ აკადემიის კედლებში და იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას.
ღონისძიებაზე ასევე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ცხრა და მადლობა გამოეცხადა 36 სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს; მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭა სამ სამხედრო მოსამსახურეს.
ღონისძიების ბოლოს აკადემიის რექტორმა კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას დღევანდელი დღე და წარმატება უსურვა.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით და დროშის აღმართვით დასრულდა.