სიახლეები

აკადემიაში იუნკერებთან და მსმენელებთან გაცნობითი სახის ლექცია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა მიმდინარეობს.

დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლები, ბრიგადის გენერლები როლანდ ძნელაძე და კობა გრიგოლია გაცნობითი სახის პრეზენტაციებით წარდგნენ იუნკერების და მსმენელების წინაშე. მობრძანებული სტუმრები მომავალ ოფიცრებს სარდლობების საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და მომავალმა ოფიცრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ დასმულ კითხვებზე.

შეხვედრის ბოლოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და რექტორის მოადგილე - შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა მადლობა გადაუხადეს მობრძანებულ სტუმრებს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.