ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხი კადეტის სტაჟირება დასრულდა.
საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი გეგმის ფარგლებში, 24 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით, აკადემიაში სტუმრად ფრანგი კადეტები იმყოფებოდნენ.
სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რუსული ენის გაკვეთილებს ესწრებოდნენ. ოთხკვირიანი სტაჟირება დატვირთული იყო როგორც სასწავლო პროცესში ჩართულობით, ასევე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობით.
კადეტები სტუმრად იმყოფებოდნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში.
ვიზიტის ფარგლებში ფრანგმა კადეტებმა მოინახულეს სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, გორის ციხე; გაცნობითი სახის ტურით
კულტურულ-შემეცნებითი ტურის ფარგლებში, კადეტებმა მოინახულეს თბილისის და მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები.