სიახლეები

პროფესორი მაიკლ სნაიდერი აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს  ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აშშ–ის ჩრდილო ალაბამას უნივერსიტეტის სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი, ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ სნაიდერი ესტუმრა. მაიკლ სნაიდერს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს, მაიორ კოლინ ტომფსონს აკადემიის რექტორმა  ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიის მიზნების, სტრუქტურისა და მიმდინარე საბაკალავრო პროგრამების  შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა სასწავლო სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვიცე–პოლკოვნიკმა  მაიკლ სნაიდერმა ქართველი და ამერიკელი  მსმენელების ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.