სიახლეები

აკადემიაში დასრულდა სასერტიფიკატო პროგრამა ინსტრუქტორებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასერტიფიკატო პროგრამა ,,ეფექტური სწავლება'' წარმატებით დასრულდა.

აღნიშნული ტრეინინგი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა და მას აკადემიის სწავლებების მხარდამჭერი ცენტრისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანია აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო პირების გადამზადება სწავლება-სწავლის თანამედროვე მეთოდების, ეფექტური შეფასების სისტემისა და მეცადინეობების დაგეგმვის სტრატეგიის მიმართულებით.

აკადემიაში, სასერტიფიკატო პროგრამა „ეფექტური სწავლება“ 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება.