მიმდინარე წლის 10 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის და მიმდინარე სამაგისტრო პროგრამების წარჩინებულ მაგისტრანტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კურსდამთავრებულებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ მიულოცა და წარმატება უსურვა.
ცერემონიაზე 2019-2021 სასწავლო წლის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 6 კურსდამთავრებულს დიპლომთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ღონისძიებაზე ასევე აკადემიის მაგისტრატურის თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების საგანმანათლებლო პროგრამების პირველი სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის წარჩინების სიგელით დაჯილდოვდა 13 მაგისტრანტი.