დღეს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი პროფესიული და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს.