სიახლეები

სერჟანტთა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

2022 წლის 15 ივნისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სერჟანტთა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "სამხრეთ კავკასიის რეგიონი და საქართველო, მიმდინარე საფრთხეები და გამოწვევები".

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 3 მაისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]