სიახლეები

იუნკერები რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ქ.კინკუში დაგეგმილ კურსზე აკადემიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რუმინეთის სახმელეთო  ძალების აკადემიაში საბრძოლო საწვრთნელ ცენტრ ,,გეტიკაში'' დაგეგმილ ,,თავსებადობის'' (Interoporabiliti) სასწავლო გაცვლით პროგრამაში - აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერმა, შალვა ოქროპირიძემ და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელმა, უშანგი ქამხაძემ მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული კურსი მოიცავდა, როგორც სალექციო მეცადინეობას, ასევე საველე სწავლებებს.