ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
გაცნობითი სახის შეხვედრები მიმდინარე წელს მარტის თვიდან ონლაინ ფორმატში დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. ონლაინ შეხვედრების პარალელურად, გაცნობითი სახის ვიზიტებიც ხორციელდება. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხაშურის და გორის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. სტუმრებს გააცნეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.