სიახლეები

აკადემიაში სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას აკადემიამ უკვე მეორედ უმასპინძლა. მასში საქართველოს ცხრა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და აკადემიის მსმენელები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ გახსნა. მან აკადემიასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და ამ პროცესში მსმენელების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციამ სამი მიმართულებით იმუშავა: ტექნიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური სექციები. თითოეულ მიმართულებაში გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტექნიკურ კონფერენციას აკადემიაში მყოფი ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.