დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესტუმრნენ.
ამერიკელ დიპლომატებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.
სტუმრები სასწავლო დაწესებულების შესახებ პრეზენტაციას გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ვიზიტის დასასრულს აკადემიის რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.