ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილი, როგორც თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს.