სიახლეები

აკადემიაში საერთაშორისო კვირეული დასრულდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კადეტთა რიგით მეექვსე საერთაშორისო კვირეული დასრულდა. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა ექვსი ქვეყნის სამხედრო აკადემიამ და სამმა ადგილობრივმა პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქართველ იუნკერებთან ერთად, უცხოელმა კადეტებმა სხვადასხვა სახის აკადემიურ, სპორტულ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კვირეულის ბოლოს, რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, მომავალი ოფიცრებისა და სამხედრო ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას და აკადემიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.