ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მარიამ ელიკაშვილმა და ოთარ ჯანგავაძემ მიმდინარე წლის 28 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით მონაწილეობა მიიღეს რუმინეთში, ქ. სიბიუში გამართულ სამხედრო ლიდერობის კურსზე.
აღნიშნული კურსი მოიცავდა, როგორც სალექციო მეცადინეობებს, ასევე ჯგუფურ მუშაობას. მთავარ თემას წარმოადგენდა ლიდერის როლის მნიშვნელობა შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო საქმიანობაში.
კურსის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.