სიახლეები

იუნკერები რუმინეთში საერთაშორისო კვირეულზე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერებმა ვერიკო თორდიამ და ბექა ელიავამ მიმდინარე წლის 4 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, სადაც ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სახის კონფერენციაში, სასწავლო მოდულსა და კულტურულ ღონისძიებაში. აღსანიშნავია, რომ ეთა-ს იუნკერებმა პირველი ადგილები დაიკავეს, კერძოდ: იუნკერმა ბექა ელიავამ - საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო ვერიკო თორდიამ - ეკონომიკა და მენეჯმენტის სექციაში.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.