სიახლეები

აკადემიის დელეგაცია რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში

მიმდინარე წლის 11-16 აპრილს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, გაცნობითი სახის ვიზიტით ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორმა, გენერალ-მაიორმა თოდორ დოჩევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სამხედრო უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ვიზიტის განმავლობაში აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის 110 წლის იუბილეს.