მიმდინარე წლის 26-29 აპრილს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის მოადგილის, პოლკოვნიკ დავით რაზმაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის თავდაცვის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ სამხედრო უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
აღნიშნული ვიზიტი მოიცავდა როგორც საქმიან, ისე კულტურულ ღონისძიებებს.